Posts

რასის Christopher F. Rufo კრიტიკული თეორია: რა არის ის და როგორ ვებრძოლოთ მას?

რასის კრიტიკული თეორია (Critical race theory) სწრაფად ხდება ამერიკის ახალი ინსტიტუციური ორთოდოქსია. მიუხედავად ამისა, ამერიკელთა უმრავლესობას მის შესახებ არაფერი სმენია, და ვისაც სმენია, მასში დიდად ვერ გარკვეულა. დროა, ეს შეიცვალოს. აუცილებელია გავიგოთ, რა არის ეს, რათა ვისწავლოთ, როგორ ვებრძოლოთ. სასარგებლო იქნება, თუ რასის კრიტიკული თეორიის ახსნას მარქსისზმის მოკლე ისტორიით დავიწყებთ. დასაბამიდან მარქსისტი მემარცხენეები პოლიტიკურ პროგრამას კლასთაშორისი კონფლიქტის თეორიაზე აფუძნებდნენ. მარქსი თვლიდა, რომ ინდუსტრიული საზოგადოების უმნიშვნელოვანესი მახასიათებელი კაპიტალისტებსა და მუშებს შორის ძალაუფლების არასწორ განაწილებაშია. ამის გამოსასწორებლად, მარქსის მიხედვით, საჭირო იყო რევოლუცია: მუშები ბოლოსდაბოლოს გააცნობიერებენ საკუთარ მძიმე მდგომარეობას, ხელში ჩაიგდებენ წარმოების საშუალებებს, დაამხობდნენ კაპიტალისტების კლასს და ახალ, სოციალისტურ საზოგადოებაში შეაბიჯებენ. მე-20 საუკუნეში მთელმა რიგმა რეჟიმებმა გაიარეს მარქსისტული რევოლუციები და უკლებლივ ყველამ კატასტროფით დაასრულა არსებობა...